ახალი ამბები

„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ბუსტერზე ინტერვალი შესაძლოა კიდევ შემცირდეს

20 დეკემბერი, 2021 • 2561
„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ბუსტერზე ინტერვალი შესაძლოა კიდევ შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ აცრილთათვის ბუსტერზე ინტერვალი შესაძლოა კიდევ შემცირდეს.

ამჟამად, აღნიშნული ვაქცინებით აცრილ პირებს მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე ინექციიდან 5 თვეში შეუძლიათ. თუმცა კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საშიშროების გამო, გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭო ინტერვალის კიდევ უფრო შემცირებაზე იმსჯელებს:

„ალბათ, დადგება საკითხი, „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი ჩამოწიოს 5 თვიდან. ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი ახალი შტამის წინააღმდეგ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ პირებს, მათ ბუსტერის გაკეთება მეორე ინექციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ.

საქართველოში ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი