ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 47 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 – ანტიგენის ტესტით და 13 718 – PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.
ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი — 1 032 შემთხვევა,
- აჭარა — 149,
- იმერეთი — 380,
- ქვემო ქართლი — 98,
- შიდა ქართლი — 116,
- გურია — 76,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 160,
- კახეთი — 95,
- მცხეთა-მთიანეთი — 60,
- სამცხე-ჯავახეთი — 26,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.







