ახალი ამბები

„ეს არ არის სწორი შეფასება“ – კობახიძემ აშშ-ს საელჩოს უპასუხა

18 დეკემბერი, 2021 •
„ეს არ არის სწორი შეფასება“ – კობახიძემ აშშ-ს საელჩოს უპასუხა

ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას ცესკოს დაკომპლექტების წესის მორიგ ცვლილებაზე.

შეერთებული შტატების საელჩომ 18 დეკემბრის დილას გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ცესკოს წევრის დანიშვნის წესის მორიგი ცვლილება „ძირს უთხრის“ პარტიების შეთანხმებას, რომ ეს პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსით შეივსოს.

კობახიძემ ამაზე პასუხად განაცხადა, რომ ეს, მისი აზრით, „არ არის სწორი შეფასება“ და „ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია“:

„თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ [არჩევნები], რაც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მითუმეტეს ამის გათვალისწინებით, ეს შეფასება, მე არ შემიძლია, შევაფასო, როგორც სამართლიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი