ახალი ამბები

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ გადაიდო

17 დეკემბერი, 2021 • 1027
წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ გადაიდო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 17 დეკემბერს უკვე მესამედ გადაიდო.

სხდომაზე არცერთმა პარტიამ არ წამოაყენა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა განაცხადა:

„ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მოვითხოვთ, რომ ისევ ერთი კვირით გადაიდოს სხდომა“.

მას ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკრებულოში შესული პარტიებისგან წინადადება, რომ „გაგვემართა კონსულტაციები და სამართლიანად გადანაწილებულიყო საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობები“.

„ამ ეტაპისთვის როგორც ვიცი, არ არის მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

წალენჯიხის საკრებულოში 27 წევრია.

  • მათგან 11-11 წევრი ჰყავთ ენმ-სა და „ქართულ ოცნებას“.
  • გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“, 3 მანდატი აქვს.
  • ერთი წევრი არის „ლელოდან“.
  • ხოლო ერთი დეპუტატი დამოუკიდებელი წევრის სტატუსით არის საკრებულოში. მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა გახარიას პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი