ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 47 937 ტესტით გამოვლინდა კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3 470-ს შეადგენს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.76%.
2 979 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი 1 325;
- აჭარა – 229;
- იმერეთი – 493;
- ქვემო ქართლი – 135;
- შიდა ქართლი – 207;
- გურია – 109;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184;
- კახეთი – 137;
- მცხეთა-მთიანეთი – 81;
- სამცხე-ჯავახეთი – 59;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვირუსის 38 624 აქტიური შემთხევევაა, საიდანაც 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:
- თბილისში – 2 317;
- აჭარაში – 497;
- იმერეთში – 1 236.