ახალი ამბები

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება იმართება

16 დეკემბერი, 2021 •
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება იმართება

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება მიმდინარეობს.

საახალწლო წვეულებას ესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, ასევე, პარტიის „საქართველოსთვის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებიან ეკა ბესელია, ანა დოლიძე, ნინო ბურჯანაძე, თამარ კორძაია, ნიკა მაჭუტაძე, კახა ოქრიაშვილი და დავით ბაქრაძეც.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენმა ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ლეიბორისტული პარტია და ელენე ხოშტარიაც მიიწვია, საახალწო მიღებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.


10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი