ახალი ამბები

მომავალი წლისთვის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას ვფიქრობთ – კალაძე

16 დეკემბერი, 2021 • 1292
მომავალი წლისთვის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას ვფიქრობთ – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის თბილისის მერია 200 ერთული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას ფიქრობს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელს მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას ამთავრებს, რაც გულისხმობს 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენას. მერის განმარტებით, ამით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგავრდება:

“2022 წელს ჩვენ ვამთავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას, ეს არის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და მომავალი წლისთვის ვფიქრობთ 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი შეძენას, თუმცა ამ ეტაპზე 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მომავალი წლის პირველ კვარტალში დედაქალაქში არსებული ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ტრანსპორტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი