ახალი ამბები

ქურდული სამყაროს წევრები ტაქსისტებს “საერთოს” შეგროვებას აიძულებდნენ – შსს

15 დეკემბერი, 2021 •
ქურდული სამყაროს წევრები ტაქსისტებს “საერთოს” შეგროვებას აიძულებდნენ – შსს

ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 9 პირი დააკავეს.

დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, ქურდული სამყაროს წევრები: გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ., საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდის – ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და ქურდული სამყაროსთვის სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ქურდული სამყაროს ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისის თვიდან ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი ქურდული სამყაროს მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს – გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ ქურდული სამყაროს წევრების საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ, ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

ქურდული სამყაროს  წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,ქურდული საერთოსთვის თანხას იხდიდნენ.

ქურდული სამყაროს აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და ქურდული სამყაროს წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ კანონიერ ქურდ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მის მომხრე მძღოლებს ქურდული სამყაროს წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი