ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 3 278 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 3 890 პირი და გარდაიცვალა 53 კოვიდინფიცირებული.
ერთი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955- PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.96%.
ინფიცირებული შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 444 შემთხვევა
- აჭარა – 189
- იმერეთი – 472
- ქვემო ქართლი – 175
- შიდა ქართლი – 286
- გურია – 81
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 231
- კახეთი – 188
- მცხეთა-მთიანეთი – 86
- სამცხე-ჯავახეთი – 103
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 299, საიდანაც 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 472 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი.