„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ეროვნული შერიგების“ მისეულ „ფორმულას“ ასახელებს.
მისი თქმით, ენმ-მ ჯერ დანაშაულები უნდა ჩამოთვალოს და აღიაროს, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს.
“მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას შერიგებასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკურმა ძალამ [ენმ-მ] და მისმა ლიდერებმა, ერთი, რომ უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რომელიც აქვთ ჩადენილი: წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი.
ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი აღარაა პოლიტიკაში — ეს უნდა აღიარონ და შეიძლება ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს, აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“, — განაცხადა კობახიძემ.