ახალი ამბები

კორონავირუსი: გამოვლინდა 3 988 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 ადამიანი

14 დეკემბერი, 2021 •
კორონავირუსი: გამოვლინდა 3 988 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 ადამიანი

ბიოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 722 პირი, ხოლო ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა 49 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.49%-ია.

ერთი დღის განმავლობაში 53 255 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991- PCR ტესტით.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი- 1 699
  • აჭარა – 239
  • იმერეთი – 658
  • ქვემო ქართლი – 215
  • შიდა ქართლი – 312
  • გურია – 158
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 301
  • კახეთი – 170
  • მცხეთა-მთიანეთი – 131
  • სამცხე-ჯავახეთი – 72
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 964, საიდანაც 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 479 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი