ახალი ამბები

ენმ-სა და მელიაზე თავდასხმები სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია – სააკაშვილი

13 დეკემბერი, 2021 • 1531
ენმ-სა და მელიაზე თავდასხმები სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საკუთარ მხარდამჭერებს 21 დეკემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„21 დეკემბერს ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქცია ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნობა და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა.

მე კარგად ვხედავ, რომ სუსი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. “ნაციონალურ მოძრაობასა” და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია.

მათთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავისი 1 მილიონი მხარდამჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ლიდერშიპის გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად. ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს. ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ. წინანდალში ცოტა ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი“, – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი