ახალი ამბები

კორონავირუსი: 46 გარდაცვლილი, ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა

13 დეკემბერი, 2021 •
კორონავირუსი: 46 გარდაცვლილი, ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა

13 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 46 კოვიდინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა.

მთავრობის საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 264 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 342- PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 12 777 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.80%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 216, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 98, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 65, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 747, საიდანაც
6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 402, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 314.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 37, იმერეთში – 31.

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 764 – თბილისში, 261 – აჭარაში.

33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 3.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში სულ გადაყვანილია  25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი