ახალი ამბები

კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – 10 დეკემბერი

10 დეკემბერი, 2021 •
კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – 10 დეკემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 334 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.74%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა შემდგენაიარად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 575,
  • აჭარა – 148,
  • იმერეთი – 543,
  • ქვემო ქართლი – 226,
  • შიდა ქართლი – 280,
  • გურია – 93,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236,
  • კახეთი – 166,
  • მცხეთა-მთიანეთი – 86,
  • სამცხე-ჯავახეთი – 84,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 723, საიდანაც6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 555 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 12 631 პირი ემსხვერპლა, ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი