ახალი ამბები

ხაზარაძემ ჯაფარიძემ და წერეთელმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვეს

9 დეკემბერი, 2021 • 1496
ხაზარაძემ ჯაფარიძემ და წერეთელმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ საქმეზე მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი  წინასწარაა გამოტანილი:

უცბაფ დავინახეთ, რომ 30- გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მზად არის. ეს ნიშნავს, რომ რაც იყო მოსალოდნელი, პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს სიმართლის დადგენა. წინასწარაა განაჩენი გამოტანილი. ეს არის ტიპური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული. დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირ სამართალთან და სამართლიანობასთან ამ პროცესს საქმე არ აქვს“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი გამოიკითხნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საუბარია 17 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის თანხაზე, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 2008 წელს ისესხეს. სასამართლოში მხარეებმა კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრეს 2007-2008 წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი