ახალი ამბები

ვატო წერეთელი: 4 დღეა პროკურატურის პასუხს ველოდებით მამის სამკურნალოდ წაყვანაზე

9 დეკემბერი, 2021 • 1787
ვატო წერეთელი: 4 დღეა პროკურატურის პასუხს ველოდებით მამის სამკურნალოდ წაყვანაზე

ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ავთანდილ წერეთელს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა ესაჭიროება, თუმცა პროკურატურა მათ მიმართვას 4 დღეა არ პასუხობს.

ვატო წერეთლის თქმით, ავთანდილ წერეთელმა, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბრალდებულია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რამდენიმე თვის წინ თირკმელზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა და ახლა კვლავ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება, რისი საშუალებაც არ ეძლევა.

წერეთლის თქმით,  პირადად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მის ოჯახსა და ტელევიზიაზე შური იძიოს:

„6 თვის უკან მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო. ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. 4 დღის წინ მივმართეთ პროკურატურას, რომ მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა პროკურატურა პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე ხნის უკან იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. ეს რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, მე დავადასტურებ”, – ამბობს ვატო წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი