ახალი ამბები

კალაძე: ხუთშაბათსა და პარასკევს მერიასა და გამგეობებში მოქალაქის მიღების დღეები დაწესდება

9 დეკემბერი, 2021 • 1359
კალაძე: ხუთშაბათსა და პარასკევს მერიასა და გამგეობებში მოქალაქის მიღების დღეები დაწესდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამგებლებს მოუწოდებს, კვირაში ორი დღე მოქალაქეების მიღებისთვის გამოყონ. კალაძის თქმით, ხუთშაბათობით და პარასკევობით მუნიციპალური ორგანოები მოქალაქეებს უნდა გაესაუბრონ და მათი პრობლემები მოისმინონ.

კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიური სიახლე დაინერგება დედაქალაქის მერიაშიც:

„ადამიანებთან ელემენტარული კომუნიკაცია, მოსმენა ვის რა უჭირს. ამიტომ, გამგებლებს გავალებთ, გამოყოთ კვირაში ორი დღე, ხუთშაბათი, პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ ადამიანებს. მე კარგად მესმის, რომ ყველაფერს, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი. რაღაცას რომ ვერ ვაკეთებთ, შეიძლება ეს [მოქალაქის მოთხოვნა] კანონს ეწინააღმდეგებოდეს, ან არ გამოდიოდეს, ადამიანს უნდა ჰქონდეს კონკრეტული პასუხი, რატომ ვერ კეთდება.

იგივე მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაშიც. ხუთშაბათობით და პარასკევობით გაიმართება ადამიანების მოსმენა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – ამბობს კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი