ახალი ამბები

სახლში იციან აქ რომ ხარ? – კალაძე ბუაძეს

7 დეკემბერი, 2021 • 5231
სახლში იციან აქ რომ ხარ? – კალაძე ბუაძეს

„სახლში იციან აქ რომ ხარ?“ – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს, რომელმაც მას უთხრა, რომ  თბილისის ისტორიაში ერთ-ერთ კორუმპირებულ მერად მიაჩნია.

თბილისის საკრებულოში კალაძესა და ბუაძეს შორის საუბარი ხმაურში გადაიზარდა.

კალაძემ ბუაძეს მიმართა, რომ „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში“ მოეკითხა.

„ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, – უთხრა ბუაძემ კალაძეს.

კალაძემ ბუაძეს მიმართა, რომ როცა კურუფციაზე საუბრობს, მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს და კონკრეტული ფაქტი დაასახელებინა. ამასთან, კალაძემ ბუაძეს უთხრა, რომ რამდენ ტყუილსაც იტყვიან, იმდენჯერ „სიმართლე მოხვდებათ ცხვირ-პირში“. რაზეც ბუაძემ აღნიშნა, რომ კალაძე ძალადობრივ რიტორიკას აგრძელებს და ცხვირ-პირში ერთმანეთს ურტყან.

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი