ახალი ამბები

ოპოზიციასთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს – კალაძე

7 დეკემბერი, 2021 •
ოპოზიციასთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა „ცალ კარში თამაშს ჰგავს“.  ამის შესახებ მან დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადადგეს, სანაცვლოდ კი შეურაცხყოფა მიიღეს.

„მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი