ახალი ამბები

მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა უცხოა, გვეკაიფებით? – კალაძე ენმ-ს წევრს

7 დეკემბერი, 2021 •
მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა უცხოა, გვეკაიფებით? – კალაძე ენმ-ს წევრს

“ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს – გვეკაიფებით?” – ამ კითხვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრ ლილე ლიპარტელიანს, რომელიც ამბობდა, რომ მისი პარტიის წევრბისგან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები არ ახსოვს.

კალაძესა და ლიპარტელიანს შორის დიალოგი თბილისის საკრებულოში წარიმართა, სადაც დედაქალაქის მთავრობის წევრების დამტკიცებაზე მსჯელობენ.

„უხერხულია უბრალოდ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი აგრესიის გარეშე, ძალიან უხერხულია. წარმოადგენთ ნაციონალურ მოძრაობას და მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა არის უცხო… რომელ პარტიას წარმოადგენთ ქალბატონო ლილე თქვენ? გულწრფელად გეუბენბით და თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა?“, – მიმართა კალაძემ ლიპარტელიანს.

პასუხად ლიპარტელიანმა უთხრა, რომ მას ენმ-ს მხრიდან სიძულვილის ენა 2016 წლიდან არ ახსოვდ და კალაძეს სთხოვა, შეეხსენებინა თუ რომელიმე მისმა თანაგუნდელმა სიძულვილის ენით ისაუბრა, რაზეც კალაძემ უპასუხა:

„ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს – გვეკაიფებით?“, – მიმართა კალაძემ ლილე ლიპარტელიანს.

კალაძეს ლილე ლიპარტელიანმა უთხრა, რომ მისი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება.

„არა ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, –  უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი