ახალი ამბები

„ქვეყანაში მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტია“ – სააკაშვილი ომბუდსმენსა და ინსპექტორზე

7 დეკემბერი, 2021 • 1071
„ქვეყანაში მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტია“ – სააკაშვილი ომბუდსმენსა და ინსპექტორზე

მიხეილ სააკაშვილი მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის ორი ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სააკაშვილს თქმით, ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს ქვეყანაში მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობაზე და ასეთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად სახალხო დამცველს ასახელებს:

„მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

გარდა ამისა, უწყებებს დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეოჩანაწერის წაშლა.

ვრცლად: სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის ინსპექტორმა იუსტიცია 2 ათასით დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი