ახალი ამბები

კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა და 59 გარდაცვლილი – 7 დეკემბერი

7 დეკემბერი, 2021 • 657
კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა და 59 გარდაცვლილი – 7 დეკემბერი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 59 ადამიანი და გამოჯანმრთელდა კიდევ 4 042 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.52%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 871,
  • აჭარა – 194,
  • იმერეთი – 804,
  • ქვემო ქართლი – 269,
  • შიდა ქართლი – 343,
  • გურია – 100,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 366,
  • კახეთი – 258,
  • მცხეთა-მთიანეთი – 148,
  • სამცხე-ჯავახეთი – 113,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 216, საიდანაც 6 545ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 681 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  871 580-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 12 466 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი