საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა.
დღეს, 6 დეკემბერს, ზუგდიდი-მესტიის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ბარჯაშთან კლდე ჩამოიშალა, რამაც ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტა.
„ნეტგაზეთს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ადგილზე ჩამოსული იყო კლდის დიდი ნაშალი ნაწილი.
გზების დეპარტამენტის თანახმად, – რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარება, – არსებობდა ზვავსაშიშროებაც.
გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია“.
გარდა ვერტმფრენისა და თვითმფრინავისა, ზუგდიდი-მესტიის გზა, წელიწადის ამ დროს, ერთადერთი საშუალებაა ზემო სვანეთში მოსახვედრად.