“ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად გია ჭანტურია დაასახელა.
“ჩვენ გია ჭანტურიას მოვიაზრებთ, როგორც XXI საუკუნის თბილისის არჩეულ მერს”– განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ – “როგორც ღირსეულ კანდიდატს, რადგან ღირსეულ ქალაქს ღირსეული მერი სჭირდება. ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი. ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას არ ყოფს “ჩარეცხილებად” და “ჩამრეცხავებად”, “გაპარსულებად” და “მპარსველებად”. ჩვენი პოლიტიკა საქმეზეა ორიენტირებული” .
მერობის კანდიდატის, გია ჭანტურიას თქმით, თბილისში გაზის ტარიფი 7 თეთრს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი 4-5 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს.
მერობის კანდიდატის წარდგენა 12 თებერვალს ფილარმონიაში გაიმართა და ეს მოვლენა პარტიამ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” დაარსებინდა 2 წლისთავს დაამთხვია.