დღეს, 5 დეკემბერს, თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო.
ფესტივალი გაიხსნა ლევან კოღუაშვილის ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“. ფესტივალი 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება კინოთეატრ „ამირანში“.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ფესტივალს გარკვეული შეზღუდვებით ატარებენ, კერძოდ:
- წელს კინოფესტივალის გადაწყვეტილებით აკრედიტაციებზე აპლიკაციები არ მიიღება;
- სეანსებზე მაყურებლის რაოდენობა განახევრებულია, კინოთეატრის ყველაზე დიდი, პირველი დარბაზი 400-ის ნაცვლად 200 მაყურებლამდეა შემცირებული. (“ამირანის” მცირე დარბაზებში 70, 40 და 15 ადგილია);
ფესტივალის როგანიზატორები ამბობენ, რომ აკრედიტაციები არ გასცეს, რადგან ამ შემთხვევაში, მაყურებლებისთვის ადგილები, ფაქტობრივად, არ დარჩებოდება.
ფესტივალის განმავლობაში, დღის ნებისმიერ დროსა თუ დარბაზში, ბილეთის ფასი იქნება 5 ლარი.
კინოფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია „მწვანე პასპორტი“. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
გახსნისა და დახურვის ფილმზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით არის შესაძლებელი.
ფესტივალის პროგრამის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.