ახალი ამბები

კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 46 ადამიანი ემსხვერპლა — 5 დეკემბერი

5 დეკემბერი, 2021 • 1393
კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 46 ადამიანი ემსხვერპლა — 5 დეკემბერი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 5 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსს საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დამატებით 46 ადამიანი ემსხვერპლა. სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით 12 344 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილია ვირუსის 3 410 შემთხვევა. ოფიციალურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა კი 865 293-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ვირუსის გამოსავლენად ჩატარებულია 37 714 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებლია 9.04%, ბოლო 14 დღის — 8.63%, ბოლო 7 დღის — 8.33%.

მასალების გადაბეჭდვის წესი