ახალი ამბები

არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას – მელია სუს-ზე

4 დეკემბერი, 2021 •
არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას – მელია სუს-ზე

ნიკა მელიას განცხადებით, იგი არ გამოცხადდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და არ აპირებს უწყებასთან თანამშრომლობას.

მელიას დღეს შეატყობინეს, რომ მიიღებდა უწყებას სუს-ში მოწმის სახით გამოსაკითხად დაბარების შესახებ.

„სუს-ის დეპარტამენტის რომელიღაც ხელმძღვანელი უბრალოდ თვლის საჭიროდ და ასეთ „იშტაზე“ გაიღვიძა, რომ მე არაფრის გამო დამიბაროს სუს-ის შენობაში, მაპატიონ და ამ ფუფუნებას ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ.

გამორიცხულია, ამ აბსურდულ, უბრალოდ სამარცხვინო, ღისრებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე რამდენიმე საათში, ან ხვალ, ან როცა იქნება, მოიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუსი-ს შენობაში მისვლით.

კეთილი ინებონ, თვეების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში როდესაც საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ, აქ არაფერი დასამალი არ არის, თუ ვიღაც სახელმწიფოს ატრიალებდა, უნდა გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრონ.

იმაზეც ისაუბრონ, თუ რამ გამოიწვია ჩემი მათ უწყებაში დაბარების აუცილებლობა, ესეც მოყვნენ. იყოს ყველაფერი საჯარო. ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაშე, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, მე როგორც პოლიტიკოსი, მათ აბსოლუტურად არაკონსტიტუციურ, ღირსებაშემლახველ მოთხოვნას თუ ვაკმაყოფილებ, ეს ნიშნავს, რომ ამ სტანდარტის დაწესებაში ხელს ვუწყობ და ხელს არ შევუწყობ.“, – განაცხადა მელიამ „მთავარი არხის ეთერში“.

საქმე სუს-ის მიერ დაწყებულ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებულ გამოძიებას ეხება, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

სუსის თანახმად, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლა და ქაოსის შექმნა იგეგმებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი