ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ნეტა, აფხაზეთში დავბრუნდებოდე!”- 79 წლის დევნილი გათბობის და აბაზანის გარეშე

2 ოქტომბერი, 2021 • 2306
“ნეტა, აფხაზეთში დავბრუნდებოდე!”- 79 წლის დევნილი გათბობის და აბაზანის გარეშე

79 წლის ციალა ფხაკაძე ერთ-ერთია იმ დევნილებს შორის, რომლის საცხოვრებელი პირობები, თითქმის, სამი ათწლეულის განმავლობაში არათუ შეცვლილა, პირიქით – გაუარესდა.

“ჯერ კიდევ სამხედროები იყვნენ აქ, როდესაც მოვედი და ვთხოვე, დამლაგებლად ამიყვანეთ მეთქი. მითხრეს, ვერ გადაგიხდით ხელფასს, თუმცა, სამზარეულოში დაგვეხმარე და რაც დარჩება საკვები, ის გამოიყენე და იცხოვრეო. იმის მერე 25 წელია აქ ვარ”.

თბილისში ალექსეევკის ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა, ახლა უკვე ე.წ. დევნილთა კომპაქტური დასახლებაა. ციალა ფხაკაძეს აქ ორი მცირე ზომის ოთახი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაუკანონეს.

მისი ოთახის ფანჯრები და იატაკი დამპალია. გამოსაყენებლად უვარგისია საერთო საპირფარეშოც, რომელიც დერეფნის ბოლოშია. აბაზანა კი, აქ საერთოდ არ არსებობს.

“ამ შენობაში უკვე სხვა დევნილებიც შემოსახლდნენ ჩემს შემდეგ. ბევრმა ოჯახმა გაიკეთა საკუთარი აბაზანა და ტუალეტი, მე რისი გაკეთება შემიძლია, 79 წლის ვარ და ახლაც დამლაგებლად ვმუშაობ”.

მის ოთახში ახლა ისე ცივა, როგორც გარეთ. არასაკმარისი შემოსავლის გამო ქალს არც გათბობის საშუალება აქვს.

“ნეტა აფხაზეთში დამაბრუნებდეს ვინმე! იქ მირჩევნია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი