ახალი ამბები

იტალიაში კაცი “მწვანე პასპორტის” მიღებას ხელოვნურ მკლავში აცრით ცდილობდა

3 დეკემბერი, 2021 • 3096
იტალიაში კაცი “მწვანე პასპორტის” მიღებას ხელოვნურ მკლავში აცრით ცდილობდა

იტალიაში კაცი კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად ხელოვნური, სილიკონის მკლავით მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის გაკეთებისგან თავის არიდების მიზნით მან სილიკონის მკლავში ასობით ევრო გადაიხადა. შემთხვევა ქალაქ ბიელაში მოხდა, მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სპეციალური ზომების მიღება დააანონსა, რომლის თანახმადაც არავაქცინირებულ პირებს სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე დასწრება ეზღუდებათ.

ვაქცინაციაში ჩართულმა პერსონალმა თავდაპირველად სილიკონის მკლავი ნამდვილისგან ვერ გაარჩია, თუმცა შეხების შემდეგ ეჭვი შეიტანეს და მაისურის გახდა მოსთხოვეს. 50 წლის კაცმა გეგმის გამოაშკარავების შემდეგ სამედიცინო პერსონალს ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა სთხოვა.

“როგორც პროფესიონალმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მკლავის ფერი საეჭვოდ მომეჩვენა და ვთხოვე, მკლავის დანარჩენი ნაწილიც ეჩვენებინა. [სილიკონის მკლავი] კარგად იყო დამზადებული, თუმცა არ იყო კანის ფერი”, – უთხრა მედპერსონალის წარმომადგენელმა გამოცემა La Repubblica-ს.

The Guardian-ის ცნობით, კაცს თაღლითობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს.

იტალიაში 6 დეკემბრიდან ძალაში შედის “სუპერმწვანე პასპორტები”, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის კინოთეატრებში, ღამის კლუბებში, სტადიონებზე და რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებული ან კორონაგადატანილი ადამიანები შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი