ახალი ამბები

„ტაშფანდურით შექმნეს მწერალთა სახლი, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებს არ უშვებს“ – წულუკიანი

3 დეკემბერი, 2021 • 4315
„ტაშფანდურით შექმნეს მწერალთა სახლი, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებს არ უშვებს“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „მწერალთა სახლში“ არ უშვებენ იმ მწერლებს, რომლებიც „მწერალთა კავშირის“ წევრები არიან.

აღნიშნული წულუკიანმა პარლამენტში მოსმენისას გიორგი ვაშაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, თუ რას უპირებდა „მწერალთა სახლს“:

„2007 წელი დგას, ღამის 4 საათზე სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები. არაერთ მათგანს დღესაც აქვს მაშინდელი შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები. შემდეგ ამ ხალხს მოუწია დავა სასამართლოში,რომელიც წააგეს. ნივთები ფანჯრიდან გადმოუყარეს და დატოვეს ქუჩაში. შემდეგ ტაშფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში “მწერალთა სახლი”, რომელიც იმ „მწერალთა კავშირის“ დროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში.

“მწერალთა სახლის” ამჟამინდელ შენობას ასევე აქვს პრობლემა. 90 000 ლარამდე უკვე დავხარჯეთ გამაგრების პროცედურების დასაფინანსებლად, ასევე მათ პროექტებს ვაფინანსებთ. არც არავინ ეკითხება, რას აკეთებენ და, მე მგონი, ეს ასე კარგია. თუმცა „ლიტერას“, რომელიც კეზერაშვილის პროექტი გახდა, რა თქმა უნდა, სამინისტრო არ დაუბრუნებს“, – აცხადებს კულტურის მინისტრი.

მწერლების ბოიკოტი “სახელმწიფოს ბოიკოტს”

მასალების გადაბეჭდვის წესი