ახალი ამბები

საელჩოებმა 2012 წლამდე გადაცემული 117 ექსპონანტიდან 53 დაკარგეს — წულუკიანი

3 დეკემბერი, 2021 • 1861
საელჩოებმა 2012 წლამდე გადაცემული 117 ექსპონანტიდან 53 დაკარგეს — წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოს საელჩოებისთვის გაგზავნილი 117 ექსპონატიდან, დღეისათვის, სავარაუდოდ, 53 დაკარგულად ითვლება.

მისი განცხადებით, ამ ფაქტზე „გამოძიება იქნება დასაწყები“.

„ჩვენ ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, სავარაუდოდ, 53 დაკარგულია.

შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება.

იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები დაიდება მომავალი წლის გაზაფხულზე“, — განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი