ახალი ამბები

მაკო გომური შსს-ს უჩივის და სარჩოს დაკისრებას ითხოვს

2 დეკემბერი, 2021 • 1873
მაკო გომური შსს-ს უჩივის და სარჩოს დაკისრებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.

მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეულის დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საია-ს ცნობით, საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.

მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. საიას უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი