ახალი ამბები

მე მესმის იმ ხალხის ბრაზის, რომელმაც რეფორმების დროს სამსახური დაკარგა – სააკაშვილი

2 დეკემბერი, 2021 • 1292
მე მესმის იმ ხალხის ბრაზის, რომელმაც რეფორმების დროს სამსახური დაკარგა – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იმ ხალხის ესმის, რომელმაც მისი მმართველობის დროს სამსახური დაკარგა და ამის გამო მათზე გაბრაზებულია. ამის შესახებ მან დღეს, 2 დეკემბერს, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მზადაა, ამ ადამიანებს შეხვდეს და თუ საჭიროა, აღიაროს, სადაც მართალი არ იყო. თუმცა, მისი თქმით, ვიდრე „პუტინის მძევალია“,  საკუთარი სიმართლის დაცვა წარმოუდგენელია.

„მე მინდა მივმართო ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურად მე არ მეთანხმება, მათ შორის ძალიან ცოტა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის მომხრეებიც არსებობს. მეგობრებო, მე ვიცი, რომ თქვენ ბევრნი ხართ უკმაყოფილო. ჩვენ ჩავატარეთ ცვლიელებები და რეფორმები, რომელშიც ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.

ესენი არ იყვნენ მარტო კორუმპირებული პოლიციელები თუ ლექტორები, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე ინსტუტუტში ადგილებს ყიდდნენ. ეს იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა სამსახურები შემცირდა, გადაჯგუფდა, მერე მოხდა ასაკობრივი დისკრიმინაცია. იმიტომ, რომ ბევრი ახალგაზრდა მინისტრი მოვიდა და მათ უფრო ახალგაზრდებთან ერჩივნათ მუშაობა. ეს მოხდა მართლაც და ახლა ჩემი ასაკის გადმოსახედიდან მეც ვთვლი, რომ დიდი უსამართლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ესენი აპირებენ ჩემს ცოცხლად დამარხვას და 11 წელი ვიყო და მერე კიდე რამე მომისაჯონ… მეც მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაცია და მე მესმის ამ ხალხის, რატომ არის ჩემზე გაბრაზებული. მე მზად ვარ, შევხდე კიდეც, განვიხილო და ვაღიარო, სად არ ვარ მართალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი