მოძრაობა „სირცხვილიამ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართა. აქტივისტების თქმით, აქციის მიზანი უწყების მხრიდან ტოტალური მოსმენებისა და თვალთვალის გაპროტესტებაა, რაშიც სუსმა 6 წლის განმავლობაში 800 მილიონი ლარი დახარჯა
„2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის მონაწილეებმა სუს-ის შენობას რამდენიმეჯერ დაარტყეს წრე ხმაურისა და შეძახილების ფონზე.