ახალი ამბები

80 გარდაცვლილი და კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

30 ნოემბერი, 2021 •
80 გარდაცვლილი და კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 80 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 4 214 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 821,
  • აჭარა – 240,
  • იმერეთი – 865,
  • ქვემო ქართლი – 293,
  • შიდა ქართლი – 482,
  • გურია – 160,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 475,
  • კახეთი – 317,
  • მცხეთა-მთიანეთი – 172,
  • სამცხე-ჯავახეთი – 156,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 362, საიდანაც 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში ,12 054 პირი ემსხვერპლა. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი