ახალი ამბები

30 ნოემბერს სუს-თან აქცია დაიგეგმა

29 ნოემბერი, 2021 • 1511
30 ნოემბერს სუს-თან აქცია დაიგეგმა

ხვალ, 30 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია იგეგმება.

სხვა აქტივისტებთან ერთად, აქციას უერთდება პოლიტიკური პარტია „ლელო“, ასევე, მოძრაობები – „სირცხვილია“ და „დროა“.

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს.

2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა“, – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია 9 ნოემბერს გაიმართა. ამავე დღეს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპროტესტო აქციები დაიგეგმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

9 ნოემბერს, ჯამში ,46 ადამიანი დააკავეს, აქედან უმეტესობა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. აქ დაკავებულებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი აქტივისტები: ბადრი შუბლაძე, მურმან დუმბაძე და ნიკა ფარულავა.

თბილისში აქციებზე 46 ადამიანი დავაკავეთ — შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი