ახალი ამბები

კატო მიქელაძის პრემია ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლს გადაეცათ

29 ნოემბერი, 2021 •
კატო მიქელაძის პრემია ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლს გადაეცათ

წელს კატო მიქელაძის პრემია სამ ქალ უფლებადამცველსა და აქტივისტს – ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლს გადაეცათ.

„წელს კატო მიქელაძის ჯილდო გადაეცათ ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლს, რომელთაც ქალთა უფლებებისთვის თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, კავშირი “საფარი” აერთიანებთ“, – წერს ქალთა ფონდი საქართველოში.

დღეს კატო მიქელაძის რიგით მეცხრე დაჯილდოება გაიმართა. ეს ღონისძიება ყოველწლიურად 29 ნოემბერს – ქალ უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი