ახალი ამბები

ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას განვაგრძობთ – აშშ-ის სახდეპი

29 ნოემბერი, 2021 •
ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას განვაგრძობთ – აშშ-ის სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას კვლავ უჭერს მხარს.

აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა რიგაში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოაქვეყნა.

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უცხადებს მხარდაჭერას ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას – რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ ნატოს წევრი ქვეყნები. ამ ქვეყანათა წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად მოიცავს მათ გზას წევრობამდე.

საქართველო და უკრაინა უკვე არიან გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის წევრები, რაც აძლიერებს მათ ოპერატიულ თავსებადობასა და ნატო-ს მოკავშირეებთან სწავლებების შესაძლებლობას“, – წერია განცხადებაში.

30-1 ნოემბერს რიგაში ნატოს ქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი ჩატარდება, რომელსაც საგარეოს საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი