ახალი ამბები

გვარამია: სააკაშვილისთვის “პიჯაკების საქმის” პროცესზე დასწრება უკიდურესად პრინციპულია

29 ნოემბერი, 2021 • 1991
გვარამია: სააკაშვილისთვის “პიჯაკების საქმის” პროცესზე დასწრება უკიდურესად პრინციპულია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის [“პიჯაკების საქმე”] სასამართლო პროცესზე დასწრება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა:

“2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა. მისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ ამ საქმეს დაესწროს და მე გეუბნებით, რომ ამ მიმართულებით არავითარი შეფერხება არ იქნება”, – განაცხადა გვარამიამ.

დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება პირველად შეძლო. პროცესზე ე.წ. 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა, პარალელურად კი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. შსს-ს თანახმად აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს.

რაც შეეხება “პიჯაკების საქმეს”, პროკურატურა სააკაშვილს ედავება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას. დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი