ახალი ამბები

დაიღუპა 56 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 3 333 შემთხვევა – 28 ნოემბერი

28 ნოემბერი, 2021 • 1068
დაიღუპა 56 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 3 333 შემთხვევა  – 28 ნოემბერი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 36 951 ტესტით, კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 56 ადამიანი.  მონაცემებს “დაავადებათა კონტროლის ცენტრი” ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5 052-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.94%.

3 333 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი 1 333;
  • აჭარა – 116;
  • იმერეთი – 617;
  • ქვემო ქართლი – 202;
  • შიდა ქართლი – 254;
  • გურია – 100;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302;
  • კახეთი – 178;
  • მცხეთა-მთიანეთი – 64;
  • სამცხე-ჯავახეთი – 142;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

საქართველოს  მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვირუსის 47 176 აქტიური შემთხევევაა, საიდანაც 6 533 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისში – 2 588;
  • აჭარაში – 515;
  • იმერეთში – 1 419.

“ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 649 პირი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში – 122, იმერეთში – 501.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 205, აჭარაში – 39, იმერეთში – 35. 1 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 720 – თბილისში, 247 – აჭარაში.

39 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აცხადებს მთავრობა.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა აღრიცხული.  ვირუსს ჯამში 11 927 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი