ახალი ამბები

ინიციატივა ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაზე

11 თებერვალი, 2010 • 1354
ინიციატივა ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაზე

ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე საარჩევნო სიების გადამოწმების ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი აზრით პოლიტიკურმა პარტიებმა სიები ერთობლივად უნდა გადაამოწმონ და თითოეული პარტიისათვის გამოყოფილი თანხაც უნდა გაერთიანდეს. პოლიტიკური პარტიები ამ ინიციატივას არ იზიარებენ.

ეკა ბესელიას თქმით ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, როგორ დახარჯავენ გამოყოფილ თანხას ქრისტიან დემოკრატები, ან თუნდაც სხვა პარტიები. მისი თქმით, იგი მხოლოდ საკუთარი პარტიის რესურზსებზე აიღებს პასუხისმგებლობას,
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებისათვის 1.2 მლნ ლარი გამოიყო და თანაბრად გადანაწილდა ამ პროცესში მონაწილეობის მსურველ იმ პარტიებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ჯონდი ბაღათურიას თქმით უნდა დაიყოს ზონებად სხვადასხვა უბნები და სხვადასხვა პარტიებმა უბნების მიხედვით უნდა გადაამოწმონ “კარდაკარის” პრინციპით საარჩევნო სიები და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია. მას ზედმეტად მიაჩნია თანხების გაერთიანება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ  სიებში ცდომილება შესაძლოა ერთი პროცენტი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი