ახალი ამბები

ქართველმა მოციგურავემ სოჭის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

27 ნოემბერი, 2021 • 1776
ქართველმა მოციგურავემ სოჭის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი კაცებს შორის სოჭის გრან პრის გამარჯვებულია.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებით, დღეს, სოჭში გამართულ გრან პრის მეექვე ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცებს შორის, სადაც ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე მონაწილეობდნ:

„საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, დაძაბული ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ორი პროგრამის ჯამში, 266.33 ქულით სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა. ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

თავისუფალ პროგრამაში შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი მსაჯების მიერ შეფასდა მაღალი ქულებით და მსოფლიო რეიტინგულ ნუსხაში მორის ყვითელაშვილი წამყავნ პოზიციაზე აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ“ – აცხადებენ ფედერაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი