ახალი ამბები

ეს უფრო ენმ-ის გასაკეთებელია – ნაცვლიშვილი სააკაშვილის საინიციატივო ჯგუფზე

25 ნოემბერი, 2021 • 1266
ეს უფრო ენმ-ის გასაკეთებელია – ნაცვლიშვილი სააკაშვილის საინიციატივო ჯგუფზე

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მის გასათავისუფლებლად საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ენმ-ს ეხება. მისი თქმით, ეს უფრო ენმ-ის გასაკათებელი საქმეა.

“მე ვფიქრობ, ის, როგორც პარტიის დამფუძნებელი, საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს მიმართავს. მისი მოსაზრებაა და სურვილი და ამის უფლება აქვს. ალბათ, ეს უფრო არის ენმ-ის გასაკეთებელი საქმე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე, მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და, მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 24 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი