ახალი ამბები

ბაგები-წყნეთის გზაზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა

24 ნოემბერი, 2021 • 1224
ბაგები-წყნეთის გზაზე მთის ფერდის  ნაწილი ჩამოიშალა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულის გამო 26 და 27 ნოემბერს, ღამის საათებში, ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

„ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.

შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“, – აცხადებს თბილისის მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი