ახალი ამბები

ქვეყანაში შემოსვლისას საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს PCR ტესტს აღარ მოსთხოვენ

24 ნოემბერი, 2021 • 1260
ქვეყანაში შემოსვლისას საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს PCR ტესტს აღარ მოსთხოვენ

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან აცრილები, ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ.

აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ სახმელეთო საზღვრის კვეთისას მოქმედებდა, საჰაერო გზებით შემოსულებს კი PCR ტესტს არც აქამდე სთხოვდნენ:

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან“, – აცხადებენ მთავრობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი