ახალი ამბები

ძალიან გართულებულია შესვლა – ლომჯარია სააკაშვილთან ვიზიტზე

23 ნოემბერი, 2021 • 1058
ძალიან გართულებულია შესვლა – ლომჯარია სააკაშვილთან ვიზიტზე

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესვლა გართულებულია. ამის შესახებ მან დღეს, 23 ნოემბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან შესასვლელად  დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.

„ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის და რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვეველია, სად, და არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე გაურკვეველია. ამან წაიღო დაახლოებით 2 საათი, თუმცა, საბოლოო ჯამში, შევედით.

იმ ექიმებს, რომლებმაც ის გასინჯეს, მიეცათ საშუალება, კიდევ ერთხელ გაესინჯათ. დანარჩენებმა ნახეს სამედიცინო ისტორია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი