ახალი ამბები

ცვლილებების ლიდერი დღეს ციხეშია, ასე დიდხანს არ დარჩება – მელია

23 ნოემბერი, 2021 • 1441
ცვლილებების ლიდერი დღეს ციხეშია, ასე დიდხანს არ დარჩება – მელია

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ცვლილებების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ასე დიდხანს არ დარჩება.

„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს წაღმა დააწყებინა ტრიალი, ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამისი ბოლომდე მჯერა!“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი