ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროები სოხუმის აეროპორტში განნაღმვით სამუშაოებს ატარებენ | სოხუმი

23 ნოემბერი, 2021 • 1191
რუსი სამხედროები სოხუმის აეროპორტში განნაღმვით სამუშაოებს ატარებენ | სოხუმი

აფხაზური მხრის ცნობით, სოხუმის აეროპორტში, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ინვესტიციით 2024 წელს უნდა ამუშავდეს, რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს განნაღმვითი სამუშაოები.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ აეროპორტს ჰყავს უკვე პონტენციური ინვესტორი, რომელიც მის ასაშენებლად 120 მილიონ რუბლის [1 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი] ინვესტიციას განახორციელებს.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდან დაბრუნებული ასლან ბჟანიას განცხადებით, 2024 წლამდე აფხაზეთის ხელისუფლება გეგმავს აეროპორტის ამუშავებას.

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო და ტურიზმი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, – აფხაზური მედია ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განმარტებას სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედების შესახებ.

სოხუმის აეროპორტი; ფოტო: https://caucasuswatch.de/

მასალების გადაბეჭდვის წესი