ახალი ამბები

კორონავირუსის 5085 ახალი შემთხვევა და 62 გარდაცვლილი – 23 ნოემბერი

23 ნოემბერი, 2021 •
კორონავირუსის  5085 ახალი შემთხვევა და 62 გარდაცვლილი – 23 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 4428 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 815,
  • აჭარა – 202,
  • იმერეთი – 997,
  • ქვემო ქართლი – 330,
  • შიდა ქართლი – 497,
  • გურია – 122,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 427,
  • კახეთი – 358,
  • მცხეთა-მთიანეთი – 139,
  • სამცხე-ჯავახეთი – 152,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 698 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 11 615 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი