ახალი ამბები

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს – ღარიბაშვილი

22 ნოემბერი, 2021 • 1517
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ნარკომანიასთან“ ბრძოლის მიზნით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაპირველად ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდისა და შემდეგ აკრძალვის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ამას უკავშირდება ნარკომანია“: „[ამას უკავშირდება] ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია“, – თქვა პრემიერმა.

„მე ვიცი, რომ ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცლვად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერებების მოხმარებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

„ამიტომ, უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება დამატებითი საუბარი. მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი